ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
17-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელის თინა ბაწაშვილის ხელმძღვანელობით, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

ექსკუსრია მკითხველებისთვის სულხან-საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ მოაწყო. ექსკურსიაზე ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. 

სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში დაცული სულხან-საბა ორბელიანისა და მისი ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველის მხატვრების ფერწერული, გრაფიკული  ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები, სულხან-საბას ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები დაათვალიერეს. შემდეგ მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, უკან გზაზე კი მჟავე წყლები დააგემოვნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსია მოსწავლეებისთვის სურპრიზებით სავსე აღმოჩნდა , განსაკუთრებით კი იუბილარი ქრისტინე ლავრენტიევასთვის, რომელსაც სკოლის დირექციამ სიმბოლური საჩუქარი გაუკეთა. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის წამომადგენლებს საინტერესო ექსკურსიისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203