ციხისძირის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის კვირეული გაიმართა
17-12-2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლაში „ტოლერანტობის კვირეულის“ ფარგლებში საჯარო „Talk show“ (დებატები) დაიწყო თემაზე: „როგორ ხედავთ ქართველთა და უმცირესობათა მეგობრულ ურთიერთობებს“? 

„Talk show“-ს როგორც სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე, მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის ბოლოს გაიმართა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით გადაღებული სოციალური კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ტოლერანტობის თემას ეხებოდა.

მოსწავლეებმა მოიძიეს უმცირესობების საქართველოში დასახლების ისტორიები, მათი ტრადიციები, კულტურა, მოეწყო ეროვნული სამოსის გამოფენა, ტრადიციული კერძების გაცნობა, მოეწყო ერთობლივი ექსკურსია თბილისის ტოლერანტულ უბანში, სადაც მოსწავლეებმა  მოინახულეს სხვადასხვა აღმსარებლობის სალოცავები (მეჩეთი, სომხური ეკლესია, სინაგოგა ორტოდოქსული ეკლესია), სკოლის ეზოში მოეწყო გამწვანების აქცია და გაშენდა „ტოლერანტული სკვერი“. 

პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა მოამზადეს ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო ბუკლეტები ტოლერანტული და არატოლერანტული ქცევის შესახებ და დაარიგეს მოსწავლეებში, პედაგოგებში და სოფლის თემში.

ასევე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყო პერფორმანსი „მიესალმე შენ ენაზე“ (სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ეროვნული ტანსაცმლის ფორმაში მოსწავლეებს ესალმებოდნენ თავიანთ ენაზე). 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203