მორთული დერეფნები და საკლასო ოთახები - ლასურიაშის სკოლაში ახალი წელი აღნიშნეს
18-01-2017
ლასურიაშის სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით შეიქმნა საახალწლო განწყობა, მოირთო დერეფნები, საკლასო ოთახები და დარბაზი.  

საახალწლო ღონისძიებაში პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის უფროს კლასელებმა, მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა ''ზერე-ქვერე''. მათ წარმოადგინეს იუმორისტული ნომრები. 
 
ასევე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ-თეატრალური ზღაპარი ,,საშობაო ვარსკვლავი“.

თოვლის ბაბუამ საახალწლო საღამოს დასასრულს ტრადიციულად საჩუქრები დაურიგა პატარებს.
 
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ახალი წელი ყველასათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, განსაკუთრებით უხარიათ პატარებს. ისინი მოუთმენლად ელოდებიან თოვლის პაპას, რომელიც საჩუქრებით ანებივრებს ბავშვებს. მოსწავლეები კი ხალისით აწყობენ ნაძვის ხეს და ჩაუთქვამენ სურვილებს.    
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203