ქვედა ცაგერის სკოლამ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებულად დაასრულა
17-01-2017

ქვედა ცაგერის სკოლამ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებულად დაასრულა.

სკოლას ჰყავს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ხუთი გამარჯვებული, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ხუთი გამარჯვებული, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ფინალისტი გახდა ქვედა ცაგერის სკოლის გუნდი ,,ხვამლი“.

ინტელექტუალთა კლუბის, სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო პროექტის ,,კინო სკოლაში„ და  ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ,,რა,სად,როდის?,,  ქვეყნის და მუნიციპალური მაშტაბით გამართულ კონკურსებში.

სკოლა ასევე აქტიურად მონაწილეობს მოსწავლეთა 76-ე სამეცნიერო კონფერენციაში.

წარდგენილი თემების წარმატებული პრეზენტაცია გამართეს მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა.

შთამბეჭდავი სპორტული წარმატებები მოიპოვეს ქვედა ცაგერის სკოლის მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატზე.

ფინალისტები გახდნენ შესაბამის წონით კატეგორიებში: რატი საღინაძე, გიგი ჩიკვაიძე,(მეორე ადგილი) ზურაბ სილაგაძე (მესამე ადგილი), ირაკლი შკუბულიანი.(პირველი ადგილი)

წარმატებულად მოღვაწეობენ სკოლის ყოფილი მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით, ახალგაზრდა მწერლის შოთა ჩანქსელიანის საკონკურსო ნაწარმოები დაიბეჭდა ჟურნალ ,,ამირანში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203