''ორიგინალური ნაძვის ხის'' ტიტულის მფლობელი გამოვლინდა
13-01-2017
"ორიგინალური ნაძვის ხის" ტიტულის მფლობელი ცნობილია.
 
კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული ფეისბუქზე მოწონებების მიხედვით გამოვლინდა.

კონკურსში ათეულობით სკოლა ჩაერთო. დაძაბული შეჯიბრის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.  
  
"ორიგინალური ნაძვის ხის" ტიტულის მფლობელი სკოლა-ლიცეუმი ''ცოდნა'' გახდა.

მეორე ადგილზე გავიდა თბილისის N133 სკოლა. 

მესამე ადგილის მფლობელი გახდა თელავის მუნიციპალიტეტის რუისპირის სკოლა. 

გამარჯვებული სკოლა Etaloni.ge - სგან სპეციალურ დიპლომს მიიღებს.    

ვულოცავთ სკოლ-ლიცეუმ ''ცოდნას'' გამარჯვებას და ვუსურვებთ მათ მუდამ ასეთი კრეატიულები და მიზანსწრაფულები ყოფილიყვნენ!  

როგორც ''ეტალონის'' სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი იაკო ამირანაშვილი აღნიშნავს, კონკურსი საკმაოდ დაძაბული იყო:

„კონკურსი საკმაოდ დაძაბული და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. აქტიურად ვთანამშრომლობთ უკვე ძალიან ბევრ სკოლასთან და შესაბამისად, აქტიურობაც მაღალი იყო. გამოვავლინეთ გამარჯვებული სკოლა, რომელიც მიიღებს საქართველოს სკოლებს შორის ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხის სკოლის ტიტულს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთებშიც კი ვიღებდით სკოლებიდან ორიგინალური ნაძვის ხეების ფოტოებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სკოლას, რომელიც ჩაერთო ამ კონკურსში და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ სკოლის მიმართ, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს.“ 

''ეტალონის'' სკოლებთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ზაზაძე მოხარულია, რომ კონკურსში სკოლები აქტიურად ჩაერთვნენ: 

„მინდა აღვნიშნო, რომ სკოლების აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სკოლებმა, რომლებმაც მონაწილოება მიიღეს კონკურსში, ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩეოდნენ. მადლობას ვუხდი თითოეული სკოლის დირექტორს, მასწავლებელსა და მოსწავლეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სკოლა ღირსეულად წარმოეჩინათ. ჩვენ სკოლებს მომავალშიც შევთავაზებთ მსგავსი ტიპის სახალისო კონკურსებსა და პროექტებს.“  

შეგახსენებთ, რომ ახალ წელთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში ორიგინალური ნაძვის ხის კონკურსი 28 დეკემბერს დაიწყო.   

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ ფოტო-მასალა პირად შეტყობინებაში ფეისბუქ გვერდზე - "ეტალონი განათლება" ან ელ-ფოსტაზე: Etaloniganatleba@etaloni.ge გადმოეგზავნათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203