ხათუნი ასანიძე - მასწავლებელი, რომლის პროექტს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები უერთდებიან
12-01-2017

ვარდისუბნის სკოლა ჩართულია ევროპულ სკოლათა გაერთიანება, პლატფორმა ითვინინგის (www.eTwinning.net) პროექტში.

ეს პლათფორმა წარმოადგენს ადგილს, სადაც მოსწავლე და მასწავლებელი თავს გრძნობს მსოფლიოს ნაწილად. 

ეს არის იმ მასწავლებელთა შეხვედრის ადგილი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპული თანამშრომლობით, ის უზრუნველყოფს მასწავლებლებისათვის პროექტების შესახებ იდეების მიწოდებას, მათ მხარდაჭერას და რჩევებს იმის თაობაზე, თუ როგორ იმუშაონ თავიანთ მოსწავლეებთან და თანამოაზრეებთან მთელი ევროპის მასშტაბით, უსაფრთხო ონლაინ გარემოში. 

ეს შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, გაუზიარონ ერთმანეთს სასწავლო რესურსები და მოახდინონ საკუთარი კარგი პრაქტიკის დემონსტრირება.

ვარდისუბნის სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე ჩართულია პროექტში. 

მან მოიპოვა საავტორო უფლება იტალიელ პედაგოგ Maria Grazia Botrugno-სთან ერთად პროექტში - ''დაცული ტერიტორიები''.   

სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებთან და მშობელთა კომიტეტთან ერთად ხათუნი ასანიძემ განახორციელა ერთ-ერთი აქტივობა და ესტუმრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის სამონადირეო მეურნეობას ,,შპს ფაუნა“, რომელის მეპატრონეა თემური ტყემალაძე. 

მან საინტერესო ლექცია სემინარი ჩაუტარა მოსწავლეებს კოცონის ფონზე, მოსწავლეებმა მოისმინეს თუ რატომ არის საჭირო ჭალის ტყე, რა დანიშნულება და სარგებლობაა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ფრინველებისა და ცხოველებისათვის, როგორ უნდა შეუწყონ ხელი და როგორ უნდა დაიცვან საქართველოს ბუნება. 

როგორც თავად ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, ეს მისთვის პირველი საავტორო პროექტია:

''ჩემო საყვარელო ბავშვებო, მშობლებო ეს არის პირველი ჩემი საავტორო პროექტი ითვინინგის პროგრამაში, ვეცდები და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ხარისხის ნიშანზეც წარვადგინოთ პროექტი! უკვე გვიერთდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც!''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203