სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
02-05-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯრებული. 

პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით კი, არაერთ ღონისძიებას მართავენ. 

ამჯერად, სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც პოეტ ანა კალანდაძეს მიეძღვნა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ ანა კალანდაძის ლექსები წაიკითხეს და მის ლექსებზე დაწერილი სიმღერები გააჟღერეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203