ნარდევანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა საჭადრაკო ტურნირში I ადგილი დაიკავა
02-05-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იქ მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას, მათ შორის ჭადრაკს დიდი მონდომებით ეუფლებიან. 

II კლასის მოსწავლეები პროგრამის „ჭადრაკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი საფეხურზე“ ფარგლებში დაგეგმილ საქართველოს ჭადრაკის სასკოლო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ რეგიონულ ტურნირში მონაწილეობდნენ. 

მასში შემდეგი მოსწავლეები ჩაერთნენ:
 
1. მიშა მაზმანიანი;
2. ნერსეს თაზაიანი;
3. ვილლი აივაზიანი;
4. რიმა აივაზიანი.

გუნდის კაპიტანი ჭადრაკის მასწავლებელი ლუსვართ სარკსიანი გახლდათ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და I საპატიო ადგილი დაიკავეს. გუნდს საპატიო თასი და დიპლომები გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203