წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მეწარმე მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ჩატარდა
02-05-2024
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა როგორც ყოველთვის, ახლაც მოწოდების სიმღლეზეა.

კრეატიული მასწავლებლები და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები ემზადებიან „მასშტაბური შემოქმედებითი ღონისძიება-გამოფენისთვის“, რომელიც პროექტ - Education Werk IN KUTAISI 2024-ის ფარგლებში, 11 მაისს, სასტუმრო West InnGeorgia-ში გაიმართება.

მისი ორგანიზატორია საქართველოს განათლებისა და ბიზნესის აკადემია, მარიამ გეთიაშვილის ხელმძღვანელობით.

ამ მიზნით, სკოლაში მეწარმე მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ჩატარდა, რომელსაც ესთეტიკის კათედრა ხელმძღვანელობდა და შემდეგ მიზნებს ემსახურებოდა:

1. ქუთაისის გამოფენისთვის საუკეთესო ნამუშევრების არჩევა;
2. გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლებას, რაც გამოიხატა იმით, რომ მეწარმე გოგოებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და შექმნეს კრეატიული ნივთები.

გამოფენას სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე - დ.სილაგაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. საპატიო სტუმრები კი იყვნენ სკოლის კურსდამთავრებულები - ევროპის ჩემპიონი ძალასნობაში მარიამ მაისურაძე და საქართველოს ჩემპიონი ძალოსნობაში ლუკა ქაშიბაძე.

დამსწრე საზოგადოებამ გამოფენა დადებითად შეაფასა და სამომავლო წარმატებები უსურვა „ერთ მუჭად“ სკოლას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203