აჭის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა
02-05-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის მასწავლებლები, გარემოსდაცვითი მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდ ყურადღებას უთმობენ.

ამჯერად, სკოლაში ინგლისურის მასწავლებლის - მანონი ქანთარიას ორგანიზებით, დედამიწის დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე მცენარეები დარგეს და ეზო გაალამაზეს.

გარდა ამისა, მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მოსწავლეებმა ნარჩენები შეაგროვეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ამ აქტივობამ მოსწავლეების დიდი აღტაცება გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203