ხურვალეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-05-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა, მასში VI, VII, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები, დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ შეკითხვებს უპასუხეს, ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203