განთიადის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
02-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ტურში მონაწილეობდნენ. კონკურსის შიდასასკოლო ტური წარმატებით ჩატარდა. გუნდურ ინტელექტუალურ თამაშს სკოლის მასწავლებლები - ქეთევან ზოიძე, ნათია მახარაძე და მაია ბრუნჯაძე ხელმძღვანელობდნენ. 

ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს მონდომებით პასუხობდნენ. კონკურსის თემატიკა ზოგადი იყო, ხოლო შეკითხვები ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე დაფუძნებული გახლდათ.

„გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მადლობას ვუხდით „ტვინების ბრძოლას“, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს: ქეთევან ზოიძეს, ნათია მახარაძესა და მაია ბრუნჯაძეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203