ნინოწმინდის N4 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
02-05-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეების კლასგარეშე, მხატვრული ნაწარმოებებით დაინტერესებას დიდი ყურადღებას უთმობენ. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან და სკოლაში არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. ბუნებრივია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა საბავშვო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე არ დარჩენილა.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ეს დღე საბავშვო ლიტერატურის ერთობლივი კითხვით აღნიშნეს. მათ მათთვის საინტერესო და საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგები საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღის შესახებაც ესაუბრნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203