ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგზაო მოძრაობის წესებს საინტერესო აქტივობებით გაეცნენ
02-05-2024

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ, ითვალისწინებენ მათ სურვილებს, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, 1-ლი და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „საგზაო მოძრაობის წესები“, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების წესები ისწავლეს. 

გაკვეთილი იყო შემეცნებითი, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული და ინტერაქციული, მოსწავლეთა ჩართულობით დღე მეტად დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი გამოვიდა. 

იხილეთ ფოტოები:  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203