ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლე ნინი მამულაძემ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა
02-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მიზანდასახული, ნიჭიერი, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.

მათ შორის არის IV კლასის მოსწავლე ნინი მამულაძე, რომელიც 2024 წლის „კენგურუს“ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის Ecolier კატეგორიაში წარმატებული ასპარეზობისათვის I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.

მისი მასწავლებელი ირა შაქარიშვილია, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203