ივანდიდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე მწერალს უმასპინძლეს
02-05-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - მანანა ღოღობერიძის, ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგების - ია ტერელაძისა და ლამზირა ირემაძის ხელმძღვანელობით, მე-3 კლასში, საინტერესო გაკვეთილი დაიგეგმა.

გაკვეთილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შემოქმედებითი და კოლაბორაციული უნარების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში. გაკვეთილზე სტუმრად მიწვეული იყო მწერალი ნათია ჯიმშელეიშვილი.

„ქალბატონი ნათია მუშაობს პროექტზე „გამაცანი საქართველო“, რომელიც ელოდება 6-დან 14 წლამდე მოზარდებს. მასში ჩართულია ჩვენი მესამე კლასის მოსწავლეები“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილის ფარგლებში, სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე „განათლება საქართველოში“.  მოსწავლეებმა წაიკითხეს სტუმრის შემოქმედებიდან ლექსები სამშობლოს თემაზე, იმღერეს, განახორციელეს როლური თამაში „ჩიტუნიას ლოცვა“. შედგა ინტერვიუ მწერალთან, ბოლოს კი მოსწავლეებმა მას ავტოგრაფი ჩამოართვეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნათიას და ჩვენს მესამე კლასელებს, მათ აღმზრდელებთან ერთად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203