საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-3 კლასის მოსწავლეთა გასვლითი კულტურული ღონისძიება 
02-05-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა მოტივირებაზე, მათ მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. 

სწორედ ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, კლასგარეშე-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, მაია ხორბალაძის სადამრიგებლო - მე-3 და ბელა ოქრიაშვილის სადამრიგებლო - მე-3კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ. 

მათ სპექტაკლი - „ზღაპარი დაკარგულ დროზე“ იხილეს, სადაც ნაჩვენები იყო თუ, რამდენად ძვირფასია დრო და რამდენად ადვილად ვკარგავთ მას სიცარიელეში.

მოსწავლეები გიმნაზიაში დიდი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203