ქუთაისის N32 სკოლის ინგლისური ენის კლუბის მოსწავლეები, გასვლითი ღონისძიებით, საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ
02-05-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბმა -  Beam with books საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება მოაწყო.

გასვლითი ღონისძიებით, კლუბის წევრები ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. 

კლუბის წევრებს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გრიგოლ ქობალიანი შეხვდა. შემდეგ კი მოზარდებმა საინტერესო რჩევები მოისმინეს წიგნისა და წიგნიერების როლზე პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში- ქუთაისის საპატიო მოქალაქისა და ჟურნალისტ ნანული ცხვედიანისაგან.

დღეს ინფორმაციული, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203