ღვანკითის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს უმასპინძლეს
02-05-2024
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.

მათ შრომას შედეგი გამოაქვს და მოსწავლეები არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობენ. ამჯერად, მეცხრეკლასელები და ისტორია-გეოგრაფიის კათედრა თერჯოლის საგანმანათლებლო რესუსრცსენტრის პროექტში - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩაერთნენ.

მის ფარგლებში, ღვანკითის საჯარო სკოლამ რესურცენტრის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს უმასპინძლა. ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელმაც წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა.

მეცხრეკლასელებმა, პედაგოგებთან ერთად, საზოგადოების წინაშე წარადგინეს ინფორმაცია ჩინეთის რესპუბლიკის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საქართველოსთან მიმართებაში. გარდა ამისა, მის გეოგრაფიასა და ისტორიაზე ისაუბრეს.

„დიდი მადლობა ბატონ ნუგზრ კობერიძესა და გონერი მოსელიძეს გაწეული შრომისათვის, მოსწავლეებს კი კვლავ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203