დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ისტორიისა და ქართული ენა/ლიტერატურის ინტეგრირებული საინტერესო გაკვეთილი
29-04-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

24 აპრილს სკოლის მე-9 კლასში, ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

ისტორიაში გაკვეთილის თემა იყო „საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული საქართველოს დაპყრობა“, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში - კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი -1921 წელი“.

გაკვეთილის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ საბჭოთა რუსეთის დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის მიზნები და საქართველოს დაპყრობის და ეროვნული სუვერენიტეტის მოსპობის შედეგები.

„მოსწავლეებს უნდა გაეკეთებინათ მოცემული თემის ირგვლივ ცოდნის ტრანსფერი ერთი საგნიდან მეორეში, რაც ხელს შეუწყობდა აღნიშნული საკითხის შესახებ ცოდნის გამთლიანებას ანუ სინთეზს“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული: მოსწავლეებმა იმუშავეს ისტორიულ წყაროზე, მოაწყვეს დისკუსია.  

ბავშვებმა, ლექსში ასახული მოვლენები შეადარეს ისტორიულ სინამდვილეს და გამოკვეთეს ავტორის მთავარი სათქმელი. მათ, ასევე ნახეს დოკუმენტური ფილმი:  „წითელი ოკუპაცია-თბილისის დაცვის ქრონიკა“, მოუსმინეს კოლაუ ნადირაძის ანტი-საბჭოური ლექსის ვიდეო-ჩანაწერს.

გაკვეთილმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ქაჩლიშვილი, ხოლო ისტორიის მასწავლებელი მაია ბასილაური გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203