ღების საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა, გიორგი ლობჯანიძემ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
29-04-2024
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

თარიღთან დაკავშირებით, გეოგრაფიის პედაგოგმა გიორგი ლობჯანიძემ თემატური პრეზენტაცია ჩაატარა. ის ინტერაქტიურად, კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებაზე ვიდეოანიმაციებიც უჩვენეს, რომელშიც პლანეტის დაცვის საკითხში ადამიანის როლი იყო ასახული. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაიგეს, რომ წლევანდელ დედამიწის დღეს აერთიანებს მოწოდება - პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ.

„მოსწავლეებმა გამოიმუშავეს გარემოსდაცვითი უნარები, რის შემდეგაც ერთიანი ძალებით დავიცავთ ჩვენს საცხოვრებელ სახლს“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203