გურძემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მუზეუმს სტუმრობდნენ
29-04-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სამოქალაქო კლუბის წევრები (ხელმძღვანელი კახა ჯგერენაია) მარტვილის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები უნიკალურ ექსპონატებს დიდი ინტერესითა და მონდომებით აკვირდებოდნენ. შედეგა კი, განცვიფრებასა და აღტაცებას ვერ მალავდნენ.

ისინი საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. გასვლითმა ვიზიტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა, რაზეც მოსწავლეთა ემოციებიც მეტყველებს.

„მათ წინაშე ხომ ათასწლეუბი ცოცხლდებოდნენ, „ერთ-ერთი უბედნიერესი და ნაყოფიერი დღე“ - ასე საუბრობდნენ მოსწავლეები ნანახით და გაგონილით ამაყები და განცვიფრებულები.
მადლობა მუზემის ხელმძღვანელობას, მის თითოეულ თანამშრომელს, მიღებისა და გულთბილი დახვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203