ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
29-04-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ:

  • III კლასის მოსწავლეები - „არწივები“;
  • IV კლასის მოსწავლეები - „ლომები“;
  • V კლასის მოსწავლეები - „ჭკვიანები“. 
ინტელექტუალური ბრძოლა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მას ჟიურის წევრები აფასებდნენ და აკვირდებოდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული - V კლასის მოსწავლეების გუნდი „ჭკვიანები“. 

ისინი რეგიონალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას, სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203