გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწვალეთა საინტერესო გასვლითი აქტივობა
29-04-2024
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწვალეებისთვის საინტერესო, მამოტივირებელი აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, ისინი დამრიგებლების - ლია მიშვიძისა და ქნარი ხანჯანიანის ხელმძღვანელობით, Nina's Art koNas-ს ესტუმრნენ. გასვლით აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ერთმანეთს დაუახლოვდნენ, გარემო დაათვალიერეს და სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. 

გასვლითმა ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

„მადლობა ქალბატონ ნანა კაცაძეს საინტერესო, სახალისო და საგანმანათლებლო რესურსებისა და აქტივობებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203