„ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები ჩვენს ყოველდღიურობაში“- საინტერესო ღონისძიება ჭანჭათის საჯარო სკოლაში
29-04-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლაში პროექტი „სპორტი და სწორი კვება ჩვენს ცხოვრებაში“ ხორციელდება, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება.  პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ცხოვრების ჯანსაღ წესზე.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 25 აპრილს გაიმართა, მოსწავლეებს ბიოლოგიის პედაგოგმა სწორ კვებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით, სკოლის მოედანზე, პრეზენტაცია წარუდგინა. მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, სხეულის მასის ინდექსი გამოთვალეს, რაც დამსწრე პირებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა რჩევების წიგნი დაამზადეს.

ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეებმა ორენოვანი პრეზენტაციები გამართეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და ინგლისურ ენაზე ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები პროდუქტები დაასახელეს.

ბოლო აქტივობით კი, მოსწავლეებისგან შემდგარმა რამდენიმე ჯგუფმა წინასწარ მიწოდებული საკვებისგან ჯანსაღი თეფში ააწყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203