ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯუღელი ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის უნივერსიტეტმა სწავლის დაფინანსებით დააჯილდოვა
30-04-2024
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორისაა მე-11კლასის მოსწავლე მარიამ ჯუღელი.

მან, 2023-2024 სასწავლო წლის სეზონზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა ( დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე). ის თანატოლებთან ერთად გაემგზავრება საზაფხულო სკოლაში, ამასთან მან მოიპოვა უნივერსიტეტის სრული სასწავლო დაფინანსება.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით ოლიმპიადას უკვე მესამე წელია მასპინძლობს. სასკოლო ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის იმართება და ხელს უწყობს ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის ზრდას.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ

„ვულოცავთ მარიამს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203