კისისხევის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღინიშნა
29-04-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, ცხადია დედამიწის დღეც განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა მთელი სკოლა. მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ ია გძელიშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინეს ნახატები თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“,  გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ გლობუსები.  

მერვე კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს საინტერესო ფაქტები დედამიწის შესახებ, ასევე, სწორედ მათ გამოავლინეს გამარჯვებული ნახატები. აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ეკა გომურაშვილი.

მეორე კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის დაა ქიმიის მასწავლებლის ნინო მარელიშვილის ხელმძღვანელობით ღონისძიება გახსნეს სახალისო აქტივობით - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, ასევე წარადგინეს კროსვორდი, რომლის კითხვები შედგენილი იყო დედამიწის თემატიკაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული აქტივობა იყო ძალიან სახალისო, მოსწავლეებმა უკეთ გაითავისეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203