ხონის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი 
29-04-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესი სასწავლო პრცესის შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, მე-9 კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი გეოგრაფიაში, რომლის თემაც - „ბირჯომის მინერალური წყალი“, გახლდათ და რომელსაც მასწავლებელი ეთერი ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მათ მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ბორჯომის წყლის წარმოშობაზე და ლეგენდაზე, მის პირველ ჩამოსხმასა და დღევანდელ წარმადობაზე.  ბორჯომის როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი როგორც უდიდესი საექსპორტო სასმელის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბორჯომის მინერალური წყალი, თავისი უნიკალური შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით, ცნობილია მთელ მსოფლიოში. ამ წყლების წყარო მდებარეობს ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 

გაკვეთილზე ასევე აღინიშნა, რომ ბორჯომის წყალი ვულკანური წარმოშობისაა. ათი კილომეტრის სიღრმედან ამომავალი წყალი თანდათან გრილდება და რომ ზედაპირზე წყლის ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსს აღწევს.

მოსწავლეებისთვის დღე შემეცნებითი, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203