ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის აქტიური მკითხველები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
26-04-2024
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ, სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით წიგნის მიმართ ინტერესს უღვივებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. სკოლაში, წიგნის კვირეული ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი მარინა ღადუა გახლდათ. 

სასკოლო განათლების პროცესში ბიბლიოთეკის მონაწილეობის მიღებასა და ამ პროცესში ასახული ფასეულობების განვითარების ხელშეწყობისათვის, ბიბლიოთეკაში ჩატარდა სკოლის აქტიური მკითხველების საპატიო სიგელებით დაჯილდოება.

მოსწავლეებისთვის ეს მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა, რათა წაიკითხონ უფრო მეტი წიგნი.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203