ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
26-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ. 

22 აპრილს, სკოლაში დედამიწის მსოფლიო დღე აღინიშნა. მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას არაერთი აქტივობა მიეძღვნა.

მათ შორის IV კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“, შემდეგ კი სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები და გაასუფთავეს ტერიტორია.

მოსწავლეებმა აქტივობებით საზოგადოებას შეახსენეს, რომ საერთო სახლი გვაქვს, რომელსაც დედამიწა ჰქვია და მას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება.

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203