ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შექმნილი ჯადოსნური თოჯინები
26-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ, რაც ბავშვების შესაძლებლობებზე აისახება. 

მასწავლებელი ქეთევან დარჩიძე მოსწავლეთა შემოქმედებითობას აქტიურად ახალისებს. ახლახან მისი ხელმძღვნელობით ბავშვებმა თოჯინები დაამზადეს. 

„ჩემი მიზანი იყო თოვლის ჯადოსნური თოჯინების დამზადება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველდღიურია ჩვენთვის, რაც მოტივაციას ამაღლებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც“,- გვეუბნება მასწავლებელი ქეთევან დარჩიძე და მოსწავლეებს კვლავ არაერთ სახალისო აქტივობას ჰპირდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203