ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოსმოსში „იმოგზაურეს“
26-04-2024
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის არაერთი გამორჩეული აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში „პლანეტარიუმ ვარსკვლავს“ უმასპინძლეს. მოსწავლეებმა პლანეტარიუმის გუმბათის ქვეშ კოსმოსში „იმოგზაურეს“. გარდა ამისა, ფილმები კომეტებისა და ბუნების შესახებ ნახეს და შემეცნებითი ვიდეოები სამ განზომილებაში იხილეს.

მათთვის სანახაობა მართლაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო, აქტივობის ორგანიზატორი მარიამ რობაქიძე გახლდათ. 

„მათთვის ვინც ახლა ვერ შეძლო დასწრება, პლანეტარიუმს კვლავ ვუმასპინძლებთ 8 მაისს.
უამრავ ფერად და საინტერესო დღეს გისურვებთ, ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203