„ჩემი სამყარო“- ორჯის საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
26-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - სათენიკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, მეშვიდე კლსში პროექტი - „ჩემი სამყარო“ განხორციელდა. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. გულმოდგინედ იმუშავეს და თემატური შემოქმედებითი ნამუშევრები დაამზადეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობით მოსწავლეებიცა და პედაგოგიც კმაყოფილები იყვნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203