„ჩვენ გვიყვარს დედამიწა, გავუფრთხილდეთ მას!“- ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება
26-04-2024
 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად, დედამიწის დღეს სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის მე-4 დღე შემოქმედებითი გახლდათ და გამოძახილი იმისა, რომ ერთმანეთს გარემოს სიყვარულისა და მისი გაფრთხილებისკენ უნდა მოვუწოდებდეთ

მოსწავლეებმა, სკოლის ფოიე მოხატეს, მათი მთავარი გზავნილი იყო - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა, გავუფრთხილდეთ მას!“. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობას პედაგოგი ლუიზა ფირცხალავა ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო: 









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203