ქვენობნის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა მოსწავლეთა თვითმმართველობამ შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ წიგნებით გაამდიდრა
26-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მოწყობილ რაიონულ აქციაში „მაკულატურის შეგროვებაში“, მონაწილეობდა.

ბავშვებმა მოაგროვეს მაკულატურა და სანაცვლოდ მიიღეს ქართველ კლასიკურ მწერალთა თხზულებები, რომლებითაც სკოლის წიგნადი ფონდი შეავსეს.

სკოლა და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებს და ასევე ქვენობნის სოფლის რწმუნებულს - პაატა ჩხაიძეს გაწეული დახმარებისათვის.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203