სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
26-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ზრდიან, ბუნების სიყვარულს უნერგავენ და მოუწოდებენ, რომ იზრუნონ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაზე.

ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში. 

დედამიწის დღეს დაუკავშირეს თავისი აქტივობა XI კლასის მოსწავლეებმა. ქართული ენის მასწავლებელთან, სოფიო კაშმაძესთან, ერთად 18 აპრილს დაასუფთავეს სკოლის ეზო, მოაგროვეს ნაგავი და გადაყარეს.

მოსწავლეებმა, წინასწარ მომზადებული პოსტერებითა და გარემოსდაცვითი აქტივობით მოუწოდეს თანატოლებს, მოუფრთხილდნენ გარემოს და იზრუნონ სისუფთავეზე.

მოსწავლეების საქციელი დანარჩენებისთვისაც სამაგალითო იყო, მათ სხვა კლასების მოსწავლეებმაც მიბაძეს და 22 აპრილს ერთობლივად დაასუფთავეს სკოლის შენობა, ასე გაამყარეს თავიანთი ცოდნა მდგრადი განვითარების შესახებ და გადაიტანეს პრაქტიკულ ქცევაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203