ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
26-04-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე თემატური აქტივობებით აღნიშნეს.

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.

მათ შორის, მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს, სკოლის ეზოში ოთხი მუხის ხე დარგეს და სოფელ ვაზიანის ტერიტორია - სკოლიდან ვაზიანის ცენტრალურ ნაწილამდე, დაასუფთავეს.

„მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლესა თუ მასწავლებელს... საყოფაცხოვრებო ნარჩენების უზარმაზარი ოდენობა შეგროვდა, რის შემდეგაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ დავით კარგარეთელის ხელშეწყობით, ნარჩენების გასატანად შესაბამისი მანქანა გამოგზავნეს. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“.- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203