„ჯაზი და მისი მიმდინარეობები“- თბილისის N28 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა სახალისო აქტივობებით გაჯერებული მუსიკის გაკვეთილი 
02-05-2024

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ლალი ალექსიძე - მოსიაშილმა ​მე- 8 კლასში​, ღია გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო - ჯაზი და მისი მიმდინარეობები, ჯორჯ გერშვინი.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა დახატეს თანამედროვე ჯაზის საკრავები, ასევე მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები თემის ირგვლივ. 

მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

ღია გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქეთევან დავლიანიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203