ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა
26-04-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები გარემოს მოვლასა და მოფრთხილებას ასწავლიან.

ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. მე-7 კლასის (დამრიგებელი დალი ბესტაევა) მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ ხათუნა ყვავაძის ხელმძღვანელობით დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

მასწავლებელმა მათ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ყველა ადამიანის საერთო სახლის - პლანეტა დედამიწის შესახებ და მის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.

„პედაგოგმა ასევე ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ადამიანები უქმნიან დედამიწას და ყველასთვის სავალდებულო ცოდნაზე, რაც პლანეტის უკეთესი მომავლისათვის მის ყველა მცხოვრებს უნდა ჰქონდეს შეთვისებული“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-7 კლასელებმა ამ დღის აღსანიშნავად ეზოში სხვადასხვა მცენარეც დარგეს. გარემოსდაცვით აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203