თბილისის N31 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
25-04-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, ასწავლიან არამედ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

22 აპრილს, I კლასის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. დამრიგებელი რუსიკო ჩხიკვაძე მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მოსწავლეებს შეახსენა, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოვლა-მოფრთხილება სჭირდება. 

პატარები პედაგოგის შეთავაზებულ აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს. 

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203