ოთის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა
25-04-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოწაფეები ხალისით ჩაერთნენ, თავიანთი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს კი  გამარჯვებული მოსწავლეებიც გამოვლინდნენ.

მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის დახმარებით ჩაატარეს საინტერესო ღონისძიება თემაზე - „დედა ენაზე ილოცე მხოლოდ“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203