ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლე და მისი თემის ხელმძღვანელი რესპუბლიკურ კონფერენციაში საინტერესო თემის წარდგენისთვის დაჯილდოვდნენ
26-04-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებულია. შესაბამისად, მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.  

20 აპრილს, ქუთაისში, ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა მესამე რესპუბლიკური კონფერენცია - „საქართველოს ენდემური ხორბალი და ქართული დიარი“. 

კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩოლურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ბენდელიანმა. მოსწავლის თემის ხელმძღვანელი ინგა ონიანი გახლდათ.

მოსწავლე კონფერენციაზე წარმატებით წარდგა და თემამ კი დიდი მოწონება დაიმსახურა.

საუკეთესო თემისთვის დაჯილდოვდა მასწავლებელი და ხელმძღვანელი ინგა ონიანი, მოსწავლე ნინო ბენდელიანი.

„ხორბალი სვანურად (კვეცენ)“ ხორბლისგან დამზადებული ძირძველი სახელწოდებით „დიარ“, მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. მოსწავლეებმა მოიძიეს ძველი ტრადიციული პურის მოზელვისა, დამუშავების და ცხობის რეცეპტები. თავიანთი ხელით ძველებურ ტრადიციებზე დაყრდნობით დაამზადეს პური იგივე - „დიარ“.

სასიხარულოა, რომ ასეთი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ძველი კარგი ტრადიციების შენარჩუნებას.

პრეზენტაციის დროს ამ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ნიგვზიანი პურები სვანურად - „ტაბლარის“ სტუმრებმა და დამსწრე საზოგადოებამ დააგემოვნეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203