ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
25-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღესთან დაკავშირებით აქტივობები ჩატარდა. 

სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ნვარდ საარისნის ხელმძღვანელობით ეს დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ამ დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს. 

​ღონისძიებაზე მოსწავლეებმა 24 აპრილის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ლექსები წაიკითხეს, თემატური სიმღერები შეასრულეს და პოსტერი შექმნეს.

მათ, ასევე აღნიშნულ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სომხების გენოციდი - ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა  ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203