„დედამიწის შენარჩუნება ჩვენს ხელშია“  - განძის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა გარემოსდაცვითი ღონისძიება
25-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას ენთუზიაზმით შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის I კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელ კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება „დედამიწის შენარჩუნება ჩვენს ხელშია“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა, კლასში, თემატური ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დედამიწას გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203