„გავუფრთხილდეთ ბუნებას“ - ლასურიაშის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი აქცია მოეწყო
25-04-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, აქტივობა - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ ჩატარდა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გარემოს დაცვა და მოფრთხილება ყველა ადამიანის მოვალეობაა.

სკოლის ეზოსა და მის შემოგარენში, ასევე დასუფთავების აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ნერგები, ყვავილები. მათ ბუნების გამწვანების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

ეს დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203