„დედამიწის დღე, არის ყოველდღე“ - კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობა
25-04-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში დედამიწის დღის კვირეული წარმატებით დასრულდა. 

კვირეული ფარგლებში, სკოლაში, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.

სკოლაში პროექტის - „დედამიწის  დღე, არის ყოველდღე“ პრეზენტაცია მოეწყო, სადაც მოსწავლეებს გააცნეს, რომ დედამიწას სჭირდება მოვლა და ზრუნვა.

ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.

ბავშვები, ასევე ჩაერთნენ სკოლის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასა და სკოლის ეზოში მცენარეების დარგვის პროცესში. მათ დაამზადეს ფლაერები იმის შესახებ თუ როგორ დაახარისხონ ნარჩენები და გაავრცელეს თემში.

კვირეული დაასრულეს მეგობარ სკოლაში ვიზიტით, სადაც დაათვალიერეს თბილისიდან ჩამოსული მოძრავი პლანეტარიუმი.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203