ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქცია მიუძღვნეს
25-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.

„გარემოზე ზრუნვა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა“ - სწორედ ამ ხედვით გაიმართა დედამიწის დღესთან დაკავშირებული აქცია ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში.

ეკოკლუბის წევრები დასუფთავებისა და გამწვანების აქციებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ ასევე შექმნეს თემატური პოსტერები - „ჩემი თვალით დანახული დედამიწა“.

აქტივობების მეშვეობით მათ გარემოს დაცვაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203