რცხმელურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა
25-04-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობს ნათლად აცნობიერებენ, შესაბამისად ეკოაქტივობებში ხალისით მონაწილეობენ. 


ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა.

აქტივობებში ჩართული იყო ბიოლოგიის პედაგოგი ამალია გვიდიანი. მისი ხელმძღვანელობით, ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

ისინი, ასევე მასწავლებელთან ერთად მონაწილეობდნენ ხე-მცენარეების დარგვასა და სკოლის ეზოს მოწყობაში.

ბავშვებმა აღნიშნული აქტივობების მეშვეობით, საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203