საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტზე იმუშავეს
25-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი აქტივობა და ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ნამორაძე) ისტორიის პედაგოგ თეა ხარაზიშვილთან ერთად, სკოლაში წარადგინეს პროექტი, სახელწოდებით - „გარემოს დაბინძურება“.

მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია საინტერესოდ წარადგინეს, ისაუბრეს გარემოს დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაცვის ღონისძიებებზე.

აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მოსწავლეებმა საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203