სანავარდოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
25-04-2024

ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა არაერთი აქტივობა სხვადასხვა კლასში:

მე-4 კლასელებმა მოხატეს დედამიწა პლასტმასის თეფშებზე, მე-3 კლასელებმა გააფერადეს თემატური ნახატები. კვირეულში ასევე ჩაერთნენ მე-5 და მე-7 კლასელები. მე-5 კლასელებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს დედამიწის დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, რომელიც გაჯერებული იყო მოწოდებებით დედამიწის გაფრთხილებასა და მოვლაზე.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბევრი ახალი გარემოსდაცვითი ტერმინი დაისწავლეს ინგლისურ ენაზე.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი აქტივობა შეეხებოდა კროსვორდების შევსებას, სპეციალურად დედამიწის დღისთვის განკუთვნილს, ეს იყო ჯგუფური სამუშაო, რომლის დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

კვირეულის დასასრულს, მოსწავლეებმა ფერადი სტიკერებით „მიაწებეს დედამიწას“ ქართულად თუ ინგლისურ ენაზე დაწერილი თავიანთი სურვილები, თუ როგორი სურთ იყოს მათი პლანეტა.

აღსანიშნავია, რომ კამპანიას მე-5 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, მათ დახატეს ულამაზესი და საინტერესო თემატური პოსტერები და სასკოლო სივრცეში განათავსეს. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულს მასწავლებელი მარინა ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მასწავლებელსა და მოსწავლეებს განსაკუთრებულ მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203